ქ. თბილისში დედაენის ბაღის, 9 მარტის ბაღის, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების და მიმდებარე ტერიტორიების რესტავრაცია და რეაბილიტაცია (2021)

თბილისის ისტორიულ უბანში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 29 000 კვ/მ ტერიტორიას. დაირგო 50000-ზე მეტი ნარგავი და მაქსიმალურად გაიზარდა მწვანე საფარი. ახალი პარკი მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე. მოეწყო 180-ზე მეტი კომერციული დანიშნულების  სტენდი, განახლდა სარწყავი სისტემა, შადრევანი,  რომელიც იმართება დისტანციური მართვის სისტემით. მოეწყო გარე განათების ქსელი დამიწებით, რასაც ასევე დისტანციური მართვის მხარდაჭერა აქვს. 
 

აშენდა რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების მქონე მრავალფუნქციური, წინაღობებით აღჭურვილი ბეტონის სკეიტპარკი. სკეიტმოედანი აღჭურვილია ოლიმპიური სტანდარტის განათების სისტემით, რაც ევროპის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში რებილიტაცია ჩაუტარდა თბილისის უძველეს მშრალ ხიდს, ასევე, ზაარბრუკენის ხიდს. დამონტაჟდა ხიდების მხატვრული მინათება.
 

თანამედროვე კონცეფციით განახლებული დედაენის ბაღი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი რეკრეაციული სივრცეა, დამსვენებელს სრულიად ახლებურ ცხოვრების სტილს სთავაზობს.
 

გაზიარება: