ჩვენს შესახებ

კომპანია “რეფორმა” სამშენებლო ბაზარზე წამყვანი ქართული მენეჯმენტ კომპანიაა, რომელიც ცოდნით, გამოცდილებით და ამბიციური, შემოქმედებითი ხედვით აშენებს მომავლის ინფრასტრუქტურას დღეს და ორიენტირებულია თითოეული ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და სტილის გაუმჯობესებაზე.

 

ჩვენ პასუხისმგებლები ვართ სამშენებლო პროექტის ყველა ფაზის ზედამხედველობაზე, დასაწყისიდან მის სრულყოფამდე. ჩვენი მართვის სტილი ეფუძნება ადამიანურ და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რაც ქმნის პროცესს მეტად ხარისხიანს და პროექტს - მეტად შთამბეჭდავს.

 

„რეფორმა“ (ყოფილი „ენსისი“) ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის, პარკების, ბაღების და მიმდებარე ტერიტორიების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, გზების კაპიტალური შეკეთება და რეაბილიტაცია, ხიდების, სახიდე გადასასვლელების, გზაგამტარების, პანდუსებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომპანია უზრუნველყოფს წყალსადენისა და წყალარინების ქსელების მოწყობას, ასევე, შენობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, მოედნებისა და ქუჩების კეთილმოწყობას და სხვა.

 

კომპანიის მთავარი ხელწერა და კონკურენტული უპირატესობა თითოეული პროექტისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაა. ეს მიდგომა „რეფორმას“ მიერ განხორციელებულ ყველა პროექტშია გამოხატული.

„რეფორმა“ არამხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის. ეს არ არის უბრალოდ შენება, ეს არის საინტერესო პროცესი, რომელიც შემოქმედებით მიდგომებს გულისხმობს იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხი და სტილი გაუმჯობესდეს.

რა გამოგვარჩევს

„ვმართავთ ყველაზე ამბიციურ და რთულ პროექტებს, რაც ქმნის ახალ რეალობას როგორც სამშენებლო სექტორში, ისე გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ“.

 

ჩვენი მართვის სტილი ეფუძნება ადამიანურ და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რაც ქმნის პროცესს მეტად ხარისხიანს და პროექტს - მეტად შთამბეჭდავს.

 

ჩვენი მიდგომა თითოეული მოქალაქისთვის სარგებლის მოტანაზეა ორიენტირებული და ამის უზრუნველყოფა, მათი ინტერესების გათვალისწინებით, ხარისხიანი მშენებლობით, თანამედროვე მასალების, მიდგომების და გადაწყვეტების დანერგვით ხდება. ასე იქმნება  სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი.

 

ჩვენ გამოგვარჩევს “Quality of Life” -  ევროპული მიდგომა და ეს ნიშანი იკითხება „რეფორმას“ ყველა პროექტში.  კომპანია ქმნის ინფრასტრუქტურას იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის ადამიანებზე, გარემოზე, რას მოუტანს ის თითოეულ მოქალაქეს.

მისია და ხედვა

შევასრულოთ მაღალი დონის სამშენებლო მომსახურება, რომელიც ფუნქციურად ერგება ადამიანის საჭიროებებს და ორგანულად ერწყმის გარემოს.

 

ამ პრინციპით, ვქმნით მომავლის ინფრასტრუქტურას, რომელიც არსებითად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს.

 

ჩვენ ვქმნით მომავლის პროექტებს დღეს და გვჯერა ცვლილებების, რომელიც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

პარტნიორი კომპანიები

1
Reroute
გზების მშენებლობა
2
Renovate
ურბანული განახლება
3
Rental
სამშენებლო ტექნიკის გაქირავება
4
Rezort
სასტუმროების ქსელი

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

REFORMA მუდმივად ეძებს ადამინებს, რომლებიც მზად არიან შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს და წვლილი შეიტანონ, როგორც კომპანიის, ასევე, დარგის განვითარებაში.

 

ველით თქვენ სამოტივაციო წერილს მისამართზე: