ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ქუჩებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები (2020)
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ი. ვეკუას, ი. ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში დაგებულ იქნა ასფალტის ახალი საფარი საერთო ფართობით 65,000 მ². მოეწყო სანიაღვრე ქსელი სხვადასხვა დიამეტრის მილებით, დაიმონტაჟდა სათვალთვალო და სანიაღვრე ჭები. ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყო ველობილიკები და აშენდა ბეტონის საყრდენი კედლები.