გულიას ხიდის რეაბილიტაცია თბილისში

დ. გულიას სახელობის ხიდი აგებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხიდს არ ჰქონდა ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც გადაუდებელი გახდა ხიდის დაზიანებული მონაკვეთებისა და ხიდზე გატარებული წყალსადენ-კანალიზაციის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. 

ხიდზე და ხიდის სანაპირო ბურჯების საკარადე კედლების უკან, მოწობილ 26-26 მ სიგრძის რკ. ბეტონის კონსტრუქციის საკომუნიკაციო კამერების მონაკვეთებზე მოიხსნა ასფალტის საფარი, ბორდიურები, ხიდზე არსებული ბეტონის ფილები, სადეფორმაციო ნაკერები, სანაპირო ბურჯების გადახურვის დაზიანებული ფილები. დემონტაჟი გაუკეთდა მთლიანად ამორტიზებულ წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებს. კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა ხიდის მალის ნაშენის ექვსივე მონოლითურ არხს და ხიდის გარეთ 26-26 მეტრის სიგრძის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის საკომუნიკაციო კამერებს. 

შეკეთებულ არხებში დამონტაჟდა ახალი წყალსადენისა და კანალიზაციის მილები, მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელები, სხვადასხვა საკომუნიკაციო მილი და კავშირგაბმულობის ქსელები. არხი გადაიხურა ახალი რკინა - ბეტონის ანაკრები ფილებით. ხიდზე, ტროტუარებსა და ხიდის მალის ნაშენის მონაკვეთებში მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონის ფილები. გაიწმინდა არსებული ჟანგისა და ჭუჭყისაგან არსებული დამონტაჟებული ლითონისა და თუჯის კონსტრუქციები და შეიღება ანტიკოროზიული საღებავით. ხიდზე დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. დაგებული იქნა ასფალტის საფარი მთელ მონაკვეთზე.

გაზიარება: