თბილისში, მდინარე გლდანულაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-9) თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის მე-9(8+625) კმ-ზე, მდინარე გლდანულაზე არსებული 546.5 მ სიგრძის სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში სავალ ნაწილზე მოეწყო 5985 მ2 ასფალტის საფარი და 1088 გრძ.მ რკინა ბეტონის თვალამრიდი. დამუშავდა და სრულად აღდგა არსებული მოაჯირი, 38 ცალი დგარი გაძლიერდა რკინა-ბეტონით.
აგრეთვე, ხიდის მთლიან მონაკვეთზე მოეწყო ჰიდროიზოლაციის ფენა და წყლარინების სისტემა. სრულად დამუშავდა ხიდის კოჭები და გამონოლითების გრძივი ნაკერები ტორკრეტ-ბეტონით.