გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჯიმითისა და ნანიანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება და მშენებლობა

პროექტი ითვალისწინებს ორი სოფლის, ჯიმითისა და ნანიანის სასმელი წყლით მომარაგების პროექტირებასა და მშებებლობას, ჯამში გათვალისწინებულია 30900 გრძ/მ პლასტმასის სხვადასხვა დიამეტრის მილის მოწყობა. რის შედეგადაც წყლით 800-მდე კომლი მომარაგდება.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს 4 საპროექტო 200 მეტრიანი ჭაბურღილის მოწყობას, 300 მ3-იანი რკინა ბეტონის რეზერვუარის მშენებლობას და 500 მ3-იანი არსებული რეზერვუარის სარემონტო სამუშაოებს. 

მიმდინარე პერიოდისათვის მოწყობილია 27000 გრძ/მ სასმელი წყლის მილი, აშენებულია საპროექტო 300 მ3-იანი რეზერვუარი და მიმდინარეობს აღნიშნული კონსტრუქციის ტექნოლოგიური ნაწილის სამუშაოები.  ასევე, გაბურღულია 3 ჭაბურღილი.

გაზიარება: