ქ. მცხეთაში, მდინარე მტკვარზე ისტორიული კონცეფციის ხიდის მშენებლობა

პროექტი ითვალისწინებს 103 მეტრიანი ლითონის თაღოვანი ხიდის მშენებლობას ქალაქ მცხეთის მთავარ შესასვლელთან, მდინარე მტკვარზე, რომლის არქიტექტურული იერსახე იმეორებს ისტორიული პომპეუსის ხიდის კონცეფციას.


ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ხიდის ბურჯების მშენებლობაზე გამოყენებულია 4245 მ3 ბეტონი, 89500 კილოგრამი არმატურა, 425.7 ტონა კონსტრუქციული მაღალი სიმტკიცის ფოლადი, 14.6 ტონა ჭანჭიკი.


მიმდინარეობს ხიდის სავალი ნაწილის მშენებლობა - ბეტონის, ასფალტის საფარისა და კეთილმოწყობის საუშაოები.

გაზიარება: