თბილისში, ზაჰესის დასახლებაში საავტომობილო ხიდის მშენებლობა (2017)
ზაჰესის ხიდი - პირველი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მდინარე მტკვარზე თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ნაგებობის პროექტირება და მშენებლობა მიმდინარეობდა შემჭიდროვებულ ვადებში. მიწის სამუშაოების მოცულობა ~58000 მ3, რკინაბეტონის სამუშაოები 2000 მ3, ფოლადის კონსტრუქციები 250 ტ.
მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა. ხიდს დაემატა ტროტუარები და დამონტაჟდა გარეგანათების ახალი ქსელი. ახალი ხიდის გვერდით არსებული ზაჰესის ძველი ხიდი საკომუნიკაციო კომპანიების დანახარჯებით მოწესრიგდა და ის კომუნიკაციების სისტემის გამტარი იქნება.
ახალი ხიდი მტკვრის ორივე სანაპიროს ერთდონიანი გადასასვლელით უკავშირდება.