გელოვანის ესტაკადა თბილისში - მარშალ გელოვანის ქუჩისა და პ. სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები (2018)

გელოვანის ესტაკადა 240 მეტრის სიგრძის გზაგამტარია. არსებული პროექტით განსაზღვრული იყო 250 ერთეულამდე ხე-მცენარის მოჭრა, ხოლო გზაგამტარის კონსტრუქცია გათვლილი იყო ერთ სავალ ზოლზე. კომპანიის ინიციატივით წარმოდგენილი საპროექტო ცვლილების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული ხე-მცენარეების ჭრა, გაფართოვდა სავალი ნაწილი ორ ზოლად, მოხდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტების მონტაჟი, გამარტივდა გელოვანის გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა და ა.შ. 

მშენებლობაში გამოყენებული იქნა 100 ტ ფოლადის, 3400 მ3 მონოლითური და ანაკრეფი ბეტონის კონსტრუქციები, მოეწყო გზაგამტარის ჰიდროიზოლაცია 3900 მ2 ფართობზე, მიწის სამუშაოების მოცულობა - 18000 მ3.

გაზიარება: