სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ზესტაფონში, ხარაგაულში, ბაღდათში, ჭიათურასა და საჩხერეში სარეაბილიტაციო ობიექტების სამშენებლო სამუშაოები (2024)

ზესტაფონი - რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზესტაფონის 27 მისამართს, მათ შორის, 7 ისტორიულ შენობასა და ნაგებობას.  შეიღება 14400 მ2 ფასადი, მოეწყო 1600 მ2 ეკლექტიკური პანელი და 1000 მ2 ფასადის კომპოზიტური პანელები, გამოიცვალა არსებული კარ-ფანჯრები 1680 მ2, ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა 1880 მ2, დაირგო 2450 მცენარე, მოეწყო 1900 მ2 სარწყავი სისტემა, ფასადის დეკორატიული მინათება გაუკეთდა 8 შენობას.

ასევე, რესტავრირებულია ზესტაფონის 6 შენობა და 1 ობიექტი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღმაშენებლის ქუჩისა და რკინიგზის გამყოფ კედელ და მის მიმდებარედ მოეწყო გამწვანება. გამწვანდა აღმაშენებლის ქუჩის მთავარი მოედანიც.

 

ხარაგაული - რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 მისამართს, მათ შორის, 7 ისტორიულ შენობას. ფასადის დეკორატიული მინათება გაუკეთდა 1 შენობას, ბუნებრივი ქვით მოიკირწყლა სოლომონ მეფის ქუჩის ტროტუარები და რეაბილიტირდა 2 სკვერი, შეიღება 3450 მ2 ფასადი, მოეწყო 240 მ2 ეკლექტიკური და 250 მ2 HPL პანელი, გამოიცვალა 780 მ2 არსებული კარ-ფანჯრები, ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა 2350 მ2.

ხარაგაულში რესტავრირებულია 7 შენობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკვერს და სოლომონ მეფის ქუჩის ტროტუარებს.


ბაღდათი - რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 მისამართს (მათ შორის, ბაღდათის მერიას), მოწესრიგდა წერეთლის ქუჩის ტროტუარები, რეაბილიტირდა მაიაკოვსკის სკვერი და მოეწყო ცენტრალური პარკი შადრევნითა და სკეიტმოედნით. შეიღება 5400 მ2 ფასადი, მოეწყო 1040 მ2 ეკლექტიკური პანელი და 150 მ2 ფასადის კომპოზიტური პანელები, გამოიცვალა არსებული კარ-ფანჯრები 1350 მ2, ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა 3980 მ2, ხოლო ტუფის ქვით მოპირკეთდა ბაღდათის მერიის შენობა - 610 მ2. დაირგო 1790 მცენარე, 2700 მ2 გაზონი, მოეწყო 3700 მ2 სარწყავი სისტემა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა აკაკი წერეთლის მოედანს, მაიაკოვსკის სკვერს, წერეთლის ქუჩის ტროტუარებს და ცენტრალურ პარკს, ცენტრალურ პარკში მოეწყო 117 მ2 შადრევანი, 343 მ2 სკეიტმოედანი და საბავშვო ატრაქციონები.

გაზიარება: