ქ. თბილისში, ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები (2016)

ბარათაშვილის ხიდი თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ზონაში მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. სამუშაოების დაწყებისას, კონსტრუქციის საფარის დემონტაჟის და მალის ტანის გამოჩენის შემდგომ, მოხდა ხიდის კონსტრუქციის დაზიანების ხარისხის სრული შეფასება. 
 

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის კონსტრუქციულ ნაწილს, გზის საფარს, მოაჯირებსა და მისასვლელ პანდუსებს. სამუშაოების წარმოება მიმდინარეობდა ხიდზე და ხიდის ქვეშ საავტომობილო და საწყლოსნო ტრანსპორტის გადაადგილების სრული შეზღუდვის გარეშე.

გაზიარება: