მულტიფუნქციური სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობა ბაკურიანში
პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობას ბაკურიანში. ობიექტი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 185 კილომეტრის მანძილზე. ჰაბი მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ელემენტს, მათ შორის, - სადგომებს, ავტომობილის რეცხვისა და ტექნიკური მომსახურების ზონებს 50-ზე მეტი ტექნიკური ტრანსპორტისთვის, ასევე, საოფისე სივრცეებს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს, მის სატრანსპორტო დეპარტამენტისა და სხვა მუნიციპალური სამსახურების 80-ზე მეტი თანამშრომლისთვის.