სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღდათსა და საჩხერეში - “განახლებული რეგიონები”

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქების: საჩხერისა და ბაღდათის ცენტრალურ ქუჩებზე შენობების, ტროტუარებისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიმდინარე პერიოდისთვის, ქალაქ ბაღდათში რეაბილიტირდა ცენტრალური პარკის დარჩენილი სამუშაოები, მოეწყო ბავშვების გასართობი სივრცე, დაიდგა ატრაქციონები და პარკის ინვენტარი. ასევე, რეაბილიტირდა ქუჩების ტროტუარები, დაიგო ბუნებრივი ქვა და გამწვანდა მიმდებარე ტერიტორია. კერძოდ: დაირგო 400-ზე მეტი მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა 1500 მ2 - ზე, ბუნებრივი ქვა დაიგო 500 მ2-ზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 8 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ნაწილიც ამ დროისათვის შესრულებულია, კერძოდ: სარეაბილიტაციო ფასადის ფართის მიახლოებითი მოცულობაა 2300 მ2, აქედან უკვე რეაბილიტირებული ფართობია: 1200 მ2.

გარდა ამისა, დაგეგმილია ქალაქ საჩხერეში კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობებისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები. გათვალისწინებულია 47 მისამართის რეაბილიტაცია, რომელთა ფასადის საერთო მიახლოებითი ფართობი არის 5400 მ2. მიმდინარე პერიოდისთვის რეაბილიტირებულია 1500 მ2 -მდე ფასადი.

გაზიარება: