ქ. თბილისში, ლ. გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია (2017)

პროექტის ფარგლებში, ლერმონტოვის ქუჩიდან ასათიანის ქუჩამდე მოეწყო  სანიაღვრე და  საკანალიზაციო ქსელები, რომლებიც არსებულ მთავარ კოლექტორში ერთიანდება. სანიაღვრე სისტემისთვის გამოყენებულ იქნა სხვადასხვა დიამეტრის მილები, ტრანშეების გამაგრებით და ახალი საკანალიზაციო ჭების მოწყობით. დამატებით, აღდგენილი შენობების ქვეშ, გრუნტის წყლების მართვის მიზნით, მოეწყო ორმაგი დრენაჟის სისტემა. ასევე, განახლდა არსებული საკანალიზაციო შეერთებები შენობებსა და ეზოებამდე.

გაზიარება: