რიყის პარკის რეაბილიტაცია (2013)

რიყის, როგორც ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარებისა და განაშენიანების კონცეფციაზე დაფუძნებით, რამდენიმე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. კერძოდ, რიყის პარკის ლანდშაფტური არქიტექტურისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც სივრცის ძირითად (95%) ნაწილს მოიცავს და ტერიტორიისათვის რეკრეაციული ფუნქციის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს.

შემუშავდა მწვანე არქიტექტურა, მოეწყო დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკები და მცირე წყლის არხები, საბავშვო და სპორტული მოედნები მცირე ატრაქციონებით, უფროსი თაობისთვის დასასვენებელი ადგილი და ამფითეატრი, ერთდონიანი, 320 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. პარკი განათდა სხვადასხვა ტიპისა და ზომის სანათი საშუალებებით.

ასევე, მოეწყო სამგამზომილებიანი გამოსახულებების მოძრავი მუსიკალური შადრევანი, რომელიც მთავარი საფეხმავლო მოედნით “მშვიდობის ხიდსა” და ავლაბრის გვირაბის ახალი სეგმენტის სახურავზე მოწყობილ პრომენადეს უკავშირდება. გვირაბის სახურავი გამოყენებულია პარკის ერთ-ერთ ელემენტად და ინტეგრირებულია მთლიან სივრცესთან.

გაზიარება: