სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანსა და დმანისში სარეაბილიტაციო ობიექტების სამშენებლო სამუშაოები (2024)
ბოლნისი - რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15 მისამართს, მოეწყო 4 სკვერი და 1 საზოგადოებრივ შენობაზე - მხატვრული მინათება. შეიღება 3230 მ2 ფასადი, მოეწყო 238 მ2 ეკლექტიკური და 28 მ2 ფასადის კომპოზიტური პანელი, გამოიცვალა არსებული კარ-ფანჯრები 470 მ2, ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა 1640 მ2, ფინური რბილი კრამიტით გადაიხურა 1395 მ2, დაირგო 4269 მცენარე, მოეწყო 4480 მ2 სარწყავი სისტემა.
მარნეული - რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 მისამართს - 2 სკვერსა და 1 საზოგადოებრივ შენობას. ასევე, მოეწყო მულტიფუნქციური სპორტულის მოედანი და 45 მ2 შადრევანი, შეიღება 84 მ2 ფასადი, ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა 3100 მ2, სკვერებში მოეწყო რბილი კაუჩუკის საფარი 90 მ2 და 3000 მ2 სარწყავი სისტემა, დაირგო 2130 მცენარე და 2365 მ2 ბალახის ბელტი.
გარდაბანი - რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 კორპუსს და მოეწყო 4 სკვერი, შეიღება 21200 მ2 ფასადი, მოეწყო 8260 მ2 ფერადი კომპოზიტური პანელი, გამოიცვალა არსებული კარ-ფანჯრები 750 მ2, ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა 350 მ2, სკვერებში მოეწყო რბილი კაუჩუკის საფარი 308 მ2 და 2000 მ2 სარწყავი სისტემა, ჯამში დაირგო 1240 მცენარე და 1550 მ2 ბალახის ბელტი.