გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია (2021)

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გურჯაანის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 ჰა ფართობზე მიმდინარეობდა. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, რეაბილიტირდა საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი, აშენდა სპორტული მოედანი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, მოეწყო პარკინგი და სხვადასხვა ფუნქციური ზონა. ლანდშაფტი გამდიდრდა დამატებითი მცენარეებით. რეაბილიტაციის შემდგომ, პარკს თავისი ისტორიული ფუნქცია დაუბრუნდა, ის დღეს ადამიანების შეხვედრებისა და ღონისძიებების მოწყობის მნიშვნელოვანი სივრცეა. 

გაზიარება: